თავისუფალი გაკვეთილები

15 ივნისი, 2017 წელი- პროექტის ერთ-ერთი აქტივობა:
თავისუფალი გაკვეთილების პროექტის ფარგლებში სსიპ- ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა დაგეგმეს სტუმრობა გამოცდილ ხელოვანთან, ვისთანაც ნახავდნენ ნაქარგ ნამუშევრებს და ხელით ნაკეთებ ნივთებს, მიიღებდნენ რეკომენდაციებს და მას სამომავლოდ გამოიყენებდნენ. ამ მიზნით, ყვარლის კულტურის სახლში შედგა შეხვედრა ქარგვის წრის ხელმძღვანელთან თეა ვაჭარაძესთან და დიზაინის წრის ხელმზღვანელთან მაკა ბაჭველაშვილთან. მათ მიერ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახეობის ნაქარგებით შესრულებული სამომხმარებლო ნივთები, წმინდანთა სურათები, საყოფაცხოვრებო მასალისაგან დამზადებული საგნები: მაგიდის გადასაფარებლები, ტილოები, ხელჩანთები, ქოლგა, საყურეები, გულსაკიდი, სამაჯურები... გამოირჩეოდა ქართული ორნამენტით შესრულებული ნაქარგები და სხვა. გამოფენამ მოწაფეებში მოტივაცია კიდევ უფრო მეტად გაზარდა სამომავლოდ საუკეთესო ნამუშვრების შესაქმნელად.







თავისუფალი გაკვეთილები - " ხელოვნების სამყაროში"
ფოტო-კოლაჟი

























































Комментариев нет:

Отправить комментарий